ყოლველდღიურ საქმიანობაში ბევრ პიროვნებას უხდება სააღრიცხვო ინფორმაციის გამოყენება. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ჰქონდეთ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ყოველთვის საჭიროა გარიგებების შედეგად ამონაგები და დახარჯული თანხების დაფიქსირება, რომელიც ასევე, ბუღალტრულ აღრიცხვაში ხდება. აღრიცხვის სისტემა აუცილებელია, რათა საწარმოს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებმა იცოდნენ, რამდენად წარმატებულად ფუნქციონირებს მათი განყოფილება და ზოგადად საწარმო. აღნიშნული ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ფინანსური ანგარიშგებიდან.
ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ფინანსური ანგარიშგებას ანუ ბუღალტრულ ბალანსს, ფინანსური შედეგების ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების ანგარიშგებას, სააღრიცხვო პოლიტიკასა და ახსნა-განმარტებით შენიშნებს.
BMT-ის ფინანსური აუდიტორების გუნდი მზადაა გაგიწიოთ შემდეგი ტიპის მომსახურებები:
• ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა;
• ბიზნესის ანალიზის შედგენა;
• ბიუჯეტისა და პროგნოზების განსაზღვრა;
• „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანხმად ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (reportal.ge).