საგადასახადო დაბეგვრის პრობლემები მუდმივად იპყრობდა ეკონომისტთა და სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას, ვინაიდან გადასახადებში კონცენტრირდება საზოგადოების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ინტერესები. ჯერ კიდევ 18-ე საუკუნეში ბენჯამენ ფრანკლინმა თქვა: „ცხოვრებაში ორი რამაა გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები“. არასწორად განსაზღვრული გადასახადების ოდენობა ზრდის საგადასახადო რისკებს, რაც თავის მხრივ, საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, იწვევს კომპანიის ფინანსურ ზარალს, ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტას ან/და სულაც პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. საგადასახადო რისკების მინიმუმადე შემცირების საუკეთესო და ერთადერთ გზას წარმოადგენს დროული საგადასახადო აუდიტის განხორციელება. საგადასახადო აუდიტი ხელს უწყობს საგადასახადო რისკების იდენთიფიცირებას, შეფასებასა და შემცირებას. პოტენციური საგადასახადო ვალდებულებების იდენთიფიცირება იწვევს ბიზნესის მდგრად განვითარებას. BMT-ის საგადასახადო აუდიტორების გუნდი მზადაა გაგიწიოთ შემდეგი ტიპის მომსახურებები:
• განვლილი პერიოდის საგადასახადო აუდიტი;
• ყოველთვიური საგადასახადო აუდიტი;
• საგადასახადო კონსალტინგი;
• საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა;
• საგადასახადო დავების წარმოება.