რა არის ვალდებულება და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტერმინის ცოდნა?

გააზიარე:

ვალდებულებები წარმოადგენს საწარმოს მიერ სხვადასხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ არსებულ დავალიანებებს, რომელსაც კრედიტორული დავალიანება ეწოდება. მათი წარმოშობის მიზეზი წარსულში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციებია, რაც ძირითადად დაკავშირებულია საქონლის, მასალების ან მომსახურების შეძენასთან.

ვალდებულებების კატეგორიაში ასევე შედის:

🔹 სესხები, რომლებიც უნდა დაიფაროს განსაზღვრულ ვადაში;

🔹 გადასახდელი ხელფასები თანამშრომლების მიმართ;

🔹 სხვა მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები.

⏱არსებობს ორი სახის ვალდებულების ტიპი დაფარვის ვადის მიხედვით:

1. მოკლევადიანი ვალდებულებები – ისინი, რომელთა დაფარვა 12 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.

2. გრძელვადიანი ვალდებულებები – ის ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც 12 თვეზე მეტი ვადით არის მოსალოდნელი, მაგალითად: გრძელვადიანი სესხები; ობლიგაციები გადავადებული საგადასახადო ვალდებულებები და სხვა.

💡 ვალდებულებების კონტროლი და შეფასება უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მდგრადობისთვის. ეს საშუალებას იძლევა, რომ სწორად დაიგეგმოს სამომავლო საქმიანობა და თავიდან იქნას აცილებული ფულადი რესურსების დეფიციტი.

მსგავსი სიახლეები

3

Nov
ყველაფერი, რაც ფინანსურ მოგებაზე უნდა იცოდე!

💡 იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული საქმიანობიდან მოგების ნახვა. როდესაც კომპანიის შემოსავლები აღემატება მის ხარჯებს, ჩნდება ის, რასაც ჩვენ მოგებას ვეძახით. 🤔 თუმცა, იცოდით, რომ მოგება სამი ძირითადი ტიპისგან შედგება?🔹 მთლიანი მოგება: შემოსავალი - რეალიზებული საქონლის წარმოების დანახარჯები.= პროდუქციის ხარჯის ჩამოშორების შემდეგ დარჩენილი თანხა; 🔹 საოპერაციო მოგება: მთლიანი მოგება …

3

Nov
რა არის ბალანსი?

ბალანსი არის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც კომპანიის აქტივებს, ვალდებულებებს და კაპიტალს კონკრეტულ მომენტში ასახავს. მისი მთავარი პრინციპი ბალანსის ტოლობაა: აქტივები = ვალდებულებები + კაპიტალი ვისთვის არის ბალანსი მნიშვნელოვანი და როგორ გამოიყენება? მენეჯერებისთვის – კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზისა და განვითარების დაგეგმვისთვის. ინვესტორებისთვის – კომპანიის ღირებულებისა და მომგებიანობის შეფასებისთვის. ბანკებისა და კრედიტორებისთვის – კომპანიის გადახდისუნარიანობის შესამოწმებლად. საგადასახადო ორგანოებისთვის …