პაკეტები

შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი

შეთავაზება განკუთვნილია სტარტაპებისათვის

თუ გაქვს საკუთარი სტარტაპი ან მცირე ბიზნესი, მაშინ ეს შემთავაზება შენთვისაა. BMT-ს გუნდი დაგეხმარება, შენი ორგანიზაციის ფინანსების სწორად მართვაში, სხვადასხვა პროექტისათვის დოკუმენტაციის მომზადებასა და კონსულტაციაში.

ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ტექნოლოგიური, ისე სხვა სფეროში არსებული სტარტაპების მომსახურებაში. ჩვენ ვეხმარებით სტარტაპებს, მოიპოვონ და სწორად მართონ დაფინანსება, ამასთან ჩვენი აუდიტორული გამოცდილება შესაძლებლობაა თქვენთვის, კანონმდებლობასთან ან დაფინანსების გამცემ ორგანოსთან ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენი ფინანსები და დოკუმენტაცია.

  • სამართლებრივი ფორმის შერჩევა
  • მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია
  • პირადი ბუღალტერი
  • ბუღალტერიის პროგრამული წარმოება
  • საგადასახადო დეკლარირება
  • სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობა

პირველი 6 თვე 200 ლარიდან

შეთავაზება განკუთვნილია მეწარმისთვის

თუ ხარ ინდივიდუალური ან მცირე მეწარმე და გჭირდება სრული ბუღალტრული მხარდაჭერა, ხელმისაწვდომ ფასად, მაშინ BMT და მისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იდალური გამოსავალია.

ჩვენ გთავაზობთ როგორც სამართლებრივი ფორმის სწორად შერჩევას თქვენი საქმიანობისთვის, ისე პირად ბუღალტერიას, დოკუმენტების მომზადებასა და მონიტორინგს, მათ კანონმდებლობასთან შესაბამისაბას. ამასთან, ჩვენი თანამშრომლები ნებისმიერ დროს არიან მზად, გაგიწიონ ონლაინ კონსულტაცია.

  • სამართლებრივი ფორმის შერჩევა
  • პირადი ბუღალტერი
  • ონლაინ კონსულტაცია
  • საგადასახადო დეკლარირება
  • ონლაინ კონსულტაცია

შეთავაზება განკუთვნილია

თუ გაქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი და გსურს სწორად მართო შენი ფინანსები, BMT საუკეთესო არჩევანია. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთაც 20 წლიანი გამოცდილება აქვთ საბუღალტრო და აუდიტორულ სფეროში.

ჩვენ დაგეხმარებით, სწორად მართო შენი კომპანიის ფინანსები და დოკუმენტაცია. ჩვენ გიზოგავთ დროსა და ენერგიას, ვმართავთ თქვენს ფინანსებს და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას!

გთავაზობთ პირადი ბუღალტრის მომსახურებას, ბუღალტერიის პროგრამულ წარმოებას, საგადახდო დეკლარაციების შევსებას, რეპორტინგსა და სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობას.

  • პირადი ბუღალტერი
  • ბუღალტერიის პროგრამული წარმოება
  • საგადასახადო დეკლარირება
  • მე-4 და მე-3 კატეგორის კომპანიების სარას რეპორტინგი
  • ფინანსური ანგარიშგების რეპორტინგი
  • სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობა
  • ონლაინ კონსულტაცია