ყოველთვიური ბუღალტრული მომსახურება

სრულყოფილი ბუღალტერული მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის!
Homeყოველთვიური ბუღალტრული მომსახურება

რატომ BMT?

BMT-ის ყოველთვიური ბუღალტრული მომსახურება არ არის მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვა, ეს არის პარტნიორობა, რომელიც თქვენს კომპანიას აძლევს სტაბილურ ფინანსურ საფუძველს. ზუსტად წარმოებული ბუღალტერია ნიშნავს რეალურ ფინანსურ სურათს, უკეთეს გადაწყვეტილებებს და წინასწარ დაგეგმილ სტრატეგიას.

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი ფინანსური ინფორმაცია ყოველთვის იყოს განახლებული, ორგანიზებული და ადვილად ხელმისაწვდომი.

შედეგი

მიიღებთ სანდო ფინანსურ პარტნიორს, რომელიც ზრუნავს თქვენი კომპანიის ზრდაზე. თქვენ აღარ დაგჭირდებათ შიდა ბუღალტრის ზედამხედველობა.

როგორ ვმუშაობთ?

ყოველთვიური მომსახურება მოიცავს ყველა იმ პროცესს, რაც თქვენი კომპანიის ფინანსური გამართულობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი — პირველადი დოკუმენტების დამუშავება, აღრიცხვა და ანგარიშგებების მომზადება, საგადასახადო დეკლარაციების შევსება და წარდგენა, ფინანსური ოპერაციების კონტროლი და შემოწმება. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ეცნობიან ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისობა ყველა რეგულაციასთან. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ დაუგეგმავ ჯარიმებსა და სამართლებრივ რისკებს.

ბუღალტრული აუთსორსინგი მოიცავს:

  • კომპანიის სააღრიცხო პოლიტიკის შექმნა;
  • პირველადი დოკუმენტაციის შექმნა/ორგანიზება;
  • პირველადი დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა/განახლება;
  • ბუღალტრულ პროგრამაში ჩანაწერების განხორციელება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარაციების/გაანგარიშებების მომზადება და წარდგენა;
  • საპენსიო შენატანის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ნებისმიერი სახის ხელშეკრულებისა და ოპერაციის შესწავლა და კონსულტაციების განხორციელება საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
  • სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმების შევსება და წარდგენა;
  • ყოველთვიური რეპორტინგი;

თუ დაინტერესდით

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისათვის, ერთად შეავარჩიოთ საუკეთესო სერვისი თქვენი ბიზნესისთვის.

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისათვის

თუ თვლი, რომ შენს ბიზნესს ჩვენი დახმარება სჭირდება, შეავსე ფორმა

და ერთად შევარჩიოთ საუკეთესო სერვისი თქვენი ორგანიზაციის წარმატებისათვის!