💡 იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული საქმიანობიდან მოგების ნახვა. როდესაც კომპანიის შემოსავლები აღემატება მის ხარჯებს, ჩნდება ის, რასაც ჩვენ მოგებას ვეძახით.
🤔 თუმცა, იცოდით, რომ მოგება სამი ძირითადი ტიპისგან შედგება?
🔹 მთლიანი მოგება: შემოსავალი – რეალიზებული საქონლის წარმოების დანახარჯები.
= პროდუქციის ხარჯის ჩამოშორების შემდეგ დარჩენილი თანხა;
🔹 საოპერაციო მოგება: მთლიანი მოგება – საოპერაციო ხარჯები – ცვეთა და ამორტიზაცია.
= საოპერაციო და სააღრიცხვო ხარჯების შემდეგ დარჩენილი თანხა;
🔹 წმინდა მოგება: საოპერაციო მოგება – ვალის მომსახურების ხარჯები – გადასახადები.
= ეს არის ის თანხა, რაც საბოლოოდ რჩება კომპანიას ყველა ხარჯის თუ გადასახადის დაფარვის შემდეგ.
📑 ეს მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, ეს ინფორმაცია ეხმარება ანალიტიკოსებს გაარკვიონ რამდენად მომგებიანია ბიზნესი, განსაკუთრებით წარსულ შედეგებთან და კონკურენტებთან შედარების შემთხვევაში.


