იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული საქმიანობიდან მოგების ნახვა. როდესაც კომპანიის შემოსავლები აღემატება მის ხარჯებს, ჩნდება ის, რასაც ჩვენ მოგებას ვეძახით.
თუმცა, იცოდით, რომ მოგება სამი ძირითადი ტიპისგან შედგება?
- მთლიანი მოგება: შემოსავალი – რეალიზებული საქონლის წარმოების დანახარჯები.
პროდუქციის ხარჯის ჩამოშორების შემდეგ დარჩენილი თანხა; - საოპერაციო მოგება: მთლიანი მოგება – საოპერაციო ხარჯები – ცვეთა და ამორტიზაცია.
საოპერაციო და სააღრიცხვო ხარჯების შემდეგ დარჩენილი თანხა; - წმინდა მოგება: საოპერაციო მოგება – ვალის მომსახურების ხარჯები – გადასახადები.
ეს არის ის თანხა, რაც საბოლოოდ რჩება კომპანიას ყველა ხარჯის თუ გადასახადის დაფარვის შემდეგ.
ეს მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, ეს ინფორმაცია ეხმარება ანალიტიკოსებს გაარკვიონ რამდენად მომგებიანია ბიზნესი, განსაკუთრებით წარსულ შედეგებთან და კონკურენტებთან შედარების შემთხვევაში.

