რატომ BMT?
BMT გთავაზობთ კომპლექსურ საგადასახადო აუდიტს, რომელიც მიზნად ისახავს ყველა რისკის გამოვლენასა და მათი თავიდან აცილების გზების შემუშავებას.
როგორ ვმუშაობთ?
ჩვენი სპეციალისტები დეტალურად აანალიზებენ კომპანიის ბუღალტრულ და საგადასახადო დოკუმენტაციას. ვამოწმებთ ანგარიშგებების სისწორეს, გადასახადების გამოთვლის წესს, პირველადი დოკუმენტების შესაბამისობას და კანონთან შესაბამისობას. აუდიტის პროცესში ვიყენებთ თანამედროვე მეთოდებსა და პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს სიზუსტესა და სანდო შედეგს.
აუდიტის დასრულების შემდეგ კომპანია
იღებს დეტალურ ანგარიშს ყველა აღმოჩენილი ხარვეზისა და რეკომენდაციის შესახებ. ეს გეხმარებათ
გააუმჯობესოთ შიდა კონტროლის სისტემა, მოემზადოთ შემოსავლების სამსახურის შემოწმებისთვის
და თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები. საგადასახადო აუდიტი არა მხოლოდ პრობლემების
იდენტიფიკაციაა, არამედ მათი პრევენციის მექანიზმიც.
ჩვენი გუნდი გამოირჩევა სიზუსტით, დეტალებისადმი ყურადღებით და ობიექტურობით. BMT-ის მიერ განხორციელებული საგადასახადო აუდიტი გეხმარებათ ფინანსური გამჭვირვალობისა და ბიზნესის სანდოობის გაზრდაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობისას.
თუ დაინტერესდით
დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისათვის, ერთად შეავარჩიოთ საუკეთესო სერვისი თქვენი ბიზნესისთვის.



