ჩვენი მიზანი
სანდო და ეფექტიანი ფინანსური გარემო ყველა ბიზნესისთვის.
ჩვენი მიზანი
ფინანსური პროცესები — მარტივად და სანდოდ
ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის უზრუნველვყოთ სანდო, მაღალი ხარისხის ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება, რომელიც ამარტივებს ფინანსურ პროცესებს და ხელს უწყობს კომპანიის განვითარებას. ჩვენ ვზრუნავთ ბუღალტრული მონაცემების სიზუსტესა და გამჭვირვალობაზე, ვეხმარებით რისკების მართვაში და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩვენ ვისწრაფვით სრულყოფილებისკენ, რაშიც გვეხმარება ჩვენი გუნდის დროული და ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც ცვალებად გარემოს ერგება.
BMT-ში თითოეული სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს დროისა და რესურსების დაზოგვა, ფოკუსირდეს ბიზნესის ზრდასა და ბაზარზე ეფექტურ ოპერირებაზე, ხოლო ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს მთლიან პროცესში მხარდაჭერასა და საგადასახადო რისკების დაზღვევას.
ღირებულებები
პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ
სიზუსტე
ზუსტი აღრიცხვა და დროული ანგარიშგება — ჩვენი მუშაობის საფუძველი.
გამჭვირვალობა
კლიენტმა ყოველთვის იცის, რას ვაკეთებთ და რატომ.
პასუხისმგებლობა
ვიღებთ პასუხისმგებლობას შესრულებულ სამუშაოზე. ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია.
ხელმისაწვდომობა
კითხვაზე პასუხი სწრაფად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
